სენატორი ჯიმ რიში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მიესალმა. შესაბამისი განცხადება სენატორის Twitter-ზე განთავსდა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა პასუხობს თავის ხალხს და უარყოფს რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონს.
ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ, მათი მომავალი დაუკავშირდეს ევროპას და დასავლეთს. მთავრობამ უნდა იმოქმედოს და უარი განაცხადოს რუსეთისკენ მიდრეკილებაზე“, - წერს ჯიმ რიში Twitter-ზე.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.