ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას გეგმავს რუსეთში ჩასვლას, რათა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. იტყობინება Reuters 13 მარტს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით.
თებერვლის ბოლოს Wall Street Journal-მა დაწერა, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში შესაძლოა, აპრილში ან მაისის დასაწყისში განხორციელებულიყო.
ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში.
24 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი განცხადება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პეკინის პოზიცია „პოლიტიკური მოგვარების“ მიღწევის შესახებ, რათა გადაიჭრას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„სამშვიდობო გეგმა“ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს გეგმა სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთის წინადადებას სამშვიდობო გეგმად არ განიხილავს.
მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.