ავსტრიულმა სასამართლომ უკრაინის მოთხოვნაზე, მოეხდინათ ბიზნესმენ ოლეგ ბახმატიუკის ექსტრადიცია, უარი განაცხადა. ბახმატიუკი უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 7 მარტს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი, ფედერალური საგადასახადო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის რომან ნასიროვისა და მისი მრჩეველისთვის სავარაუდო ქრთამის მიცემის ბრალდებით.
ცნობისთვის, უკრაინული მედიის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, კვიპროსის სასამართლომ მაგნატ ოლეგ ბახმატიუკს 79,4 მილიონი დოლარის ქონება გაუყინა.
კვერცხის უმსხვილესი მწარმოებლის, UkrLandFarming-ის აქციონერს, მისი კომპანიის მთავარი კრედიტორისგან - ამერიკული საინვესტიციო ფონდი Gramercy-ისგან აქტივების დამალვა ედება ბრალად.
ბახმატიუკი რაიმე სახის დანაშაულს უარყოფს. Bloomberg-ის ინფორმაცით, 26 სექტემბერს მან აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.
ცალკე საქმეში უკრაინაში ბახმატიუკს ბრალი ედება 49 მილიონი დოლარის სტაბილიზაციის სესხის გაფლანგვაში, რომელიც მთავრობამ მის ბანკს VAB-ს, 2014 წელს მისცა. ბიზნესმენი ამ ბრალდებასაც უარყოფს.