AstraZeneca ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 9 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა.
„ვაქცინების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი. პირველ კვარტალში AstraZeneca დამატებით 9 მილიონ დოზას უზრუნველყოფს (ჯამში 40 მილიონი დოზა) და მიწოდებას დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაიწყებს.
კომპანია ასევე გააფართოვებს წარმოების შესაძლებლობებს ევროპაში“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, BioNTech-ი ევროკავშირს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 75 მილიონ დოზას მიაწვდის.