პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.
„ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 51 ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ სხდომას პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანიც დაესწრებიან. თუმცა, დასწრების მიუხედავად, არც ისინი დაუჭერენ მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს
ამ დროისთვის პარლამენტში შესვლას ორი ოპოზიციური პარტიის 6 დეპუტატი დათანხდა. პარტია "მოქალაქეებიდან"- ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი და კიდევ ოთხი დეპუტატი "ევროპელი სოციალისტებიდან", რომლებიც უმაღლეს საკანონდებლო ორგანოში "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიით შევიდნენ.