აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მალე გამართავს მოლაპარაკებას თავის ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან.
მანამდე, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ორი ლიდერი ბოლოს ბალიში, ინდონეზიაში, 2022 წლის ნოემბერში შეხვდა. ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ თვეში აშშ-ის F-22 ტიპის გამანადგურებელმა „ჩინური სადაზვერვო“ ბუშტი ჩამოაგდო
გარდა ამისა, ცნობებმა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს, უფრო დაძაბულობა გაზარდა.
Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.