ნედ პრაისმა პრესსპიკერის რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ამ რანგში ბოლო ბრიფინგი ჩაატარა.

ამის შესახებ ნედ პრაისი Twitter-ზე წერს.

„მადლობა ჩემს კოლეგებს გუნდური მუშაობისთვის და ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ რთულ და აუცილებელ შეკითხვებს. მადლობელი ვარ, რომ მქონდა ეს შესაძლებლობა“, - წერს ნედ პრაისი.

ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში ახალ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

კონკრეტული პოზიცია და მისი შემცვლელის ვინაობაც მოგვიანებით გასაჯაროვდება. ცნობილია, რომ ნედ პრაისი უშუალოდ სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან განაგრძობს მუშაობას.