ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია სასამართლომ 20 000 რუბლით ($265) დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დაჯარიმების მიზეზად სასამართლომ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციებზე პოლიციამ 5 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნის მეუღლე გუშინ მეორედ დააკავეს.