რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.
„ჩვენი MQ-9 დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ ოპერაციებს ახორციელებდა, როდესაც მას დაბრკოლება შეუქმნა რუსულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც MQ-9 ჩამოვარდა“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
მომხდარის გამო პროტესტის გამოსახატად, რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.