დიდი ბრიტანეთისა და გერმანის თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავები შეაფერხეს და მათ მანევრირებაში ხელი შუეშალეს.
„გზის ჩაჭრა“ რუტინული ოპერაცია იყო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს მანევრს ეს ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებენ.
BBC წერს, რომ ინციდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, NATO-სა და რუსეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ხდება, თუმცა არ არსებობს რაიმე კავშირი სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი ამერიკულ უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა.
ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმურ საპატრულო მისიას ასრულებენ.