აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების საგანგებო სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
ანკარის ესენბოგის აეროპორტში, სადაც ორი ქვეყნის სახელმწიფო დროშები ფრიალებს, სახელმწიფოს მეთაურის პატივსაცემად საპატიო ყარაული მოეწყო.
პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ოფიციალური პირები დახვდნენ.