აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე

აზერბაიჯანი მუშაობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და ამაში მნიშვნელოვან რესურსებს დებს, განაცხადა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა აზერბაიჯანული მედიის ცნობით. 

მისი თქმით, ASCO (Azerbaijan Caspian Shipping Company) და ბაქოს პორტი ყველაზე დიდი საზღვაო სტრუქტურებია კასპიის რეგიონში, ავიაკომპანია Silk Way კი, ყველაზე დიდი საჰაერო სატვირთო გადამზიდავი.

„გასულ წელს ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვის ზრდამ 75 პროცენტი შეადგინა (11 მლნ ტონამდე). ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე. BTK) ხუთ მილიონ ტონამდე და დაგეგმილია ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ეტაპის პროექტირების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნაბიევმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ერთი გემის გადმოტვირთის დრო 12-დან ოთხ საათამდე შემცირდა.

„ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მზად არის პორტთან, საბაჟო და სხვა სტრუქტურებთან ინტეგრაციისთვის. დღეისათვის ჩვენ უკვე დავამყარეთ მსგავსი თანამშრომლობა კოლეგებთან - საქართველოსა და ყაზახეთიდან, რამაც საშუალება მოგვცა, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა საქონლის მიწოდების დრო", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ერთი კონტეინერის ჩინეთიდან საქართველოს გავლით აზერბაიჯანში გადატანის ღირებულება 5000 დოლარიდან 3200 დოლარამდე შემცირდა და ეს ღირებულება ფიქსირებული დარჩება მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, აზერბაიჯანული მხარე Boston Consulting-თან ერთად მუშაობს საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციაზე“, - აღნიშნა ნაბიევმა.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან და ჩინეთიდან იწყება და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომ ევროპის ქვეყნებში.

TITR მიზნად ისახავს საქონლისა და კონტეინერების ტრანსპორტირების ყველა მონაწილის ურთიერთქმედების კოორდინაციას აზიიდან ევროპის მიმართულებით მარშრუტის გასწვრივ და საპირისპირო მიმართულებით.