ლატვიის პრემიერ-მინისტრი კიევშია

ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი კრიშიანის კარიშში ვიზიტით კიევს იმყოფება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება „გადამწყვეტია თავისუფალი ევროპისთვის".

პრემიერ-მინისტრის თქმით, ლატვია დაეხმარება უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.