სლოვაკეთი უკრაინის მეორე მოკავშირეა, რომელმაც კიევისთვის MIG-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გადაწყვიტა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებას მთავრობამ დაუჭირა მხარი.
„დაპირებები უნდა შესრულდეს. როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ითხოვა მეტი იარაღი, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები, ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდით. მოხარული ვარ, რომ სხვებიც იგივეს აკეთებენ. სამხედრო დახმარება არის გასაღები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ საკუთარი თავი და მთელი ევროპის რუსეთისგან დაცვა შეძლოს", - დაწერა ჰეგერმა Twitter-ზე.
სლოვაკეთი შეუერთდა პოლონეთს, რომელმაც 16 მარტს გამოაცხადა თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.
NATO-ს ეს ორივე წევრი ქვეყანა უკრაინის მეზობელია.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას, უახლოეს დღეებში გაუგზავნიან MIG-29 ტიპის გამანადგურებლებს.
ამასთან, მედია 16 მარტს წერდა, რომ დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავდა. მაგალითად, დანია უკრაინისთვის საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნაზე მსჯელობს.