მოლდოვის პარლამენტმა სახელმწიფო ენას რუმინული უწოდა

მოლდოვის პარლამენტმა ენის შესახებ კანონი მეორე და ბოლო მოსმენით მიიღო.

ახლა ქვეყნის კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში მოლდოვური ენა რუმინული გახდება. გადაწყვეტილებას პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიამ დაუჭირა მხარი, ოპოზიცია კი მას ეწინააღმდეგებოდა.

კანონპროექტს მხარი 58-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის გადაწყვეტილების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობაა ხაზგასმული.