თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 5:14 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 2 კილომეტრის სიღრმეზე, ქალაქ გიოქსუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 4 კილომეტრში მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.