გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მიღებული დაზიანებებით კი 7 წლის ბავშვი და მეუღლე გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული.