ბლინკენის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს რუსეთის მთავრობის სამხედრო დანაშაულებსა და სისასტიკეს უკრაინაში

სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, არსებობს სარწმუნო ცნობები უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული წამების, გაუპატიურების, განურჩეველი თავდასხმების და სიკვიდლით დასჯის შესახებ. ამასთან, რუსეთის მთავრობა ეწეოდა უკრაინიდან რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით დეპორტაციას, ხშირად მკაცრი და შეურაცხმყოფელი „ფილტრაციის“ პროცესის შემდეგ, და იყო უამრავი ცნობა უკრაინიდან ბავშვების იძულებით დეპორტაციისა და შვილად აყვანის შესახებ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსი სამართალდამცველები „წამებას, მათ შორის ძილის უფლების წართმევას, სასჯელის ფორმად იყენებდნენ დაკავებული ოპოზიციისა და უფლებადამცველების, ჟურნალისტების და მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსების მიმართ“.

აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უძღოდა წინ.