აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ევროპაში კარენ დონფრიდი თანამდებობას დატოვებს, რათა ფოკუსირება მოახდინოს მის ოჯახზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
„კარენ დონფრიდმა ოსტატურად მოახერხა ჩვენი ურთიერთობის დამყარება ჩვენს ბევრ ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან და პარტნიორთან იმ დროს, როდესაც კრემლის აგრესია საფრთხეს უქმნიდა მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა მდივანმა ბლინკენმა.
დონფრიდმა ეს თანამდებობა 2021 წლის სექტემბერში დაიკავა.
დონფრიდი ობამას ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, უფრო ადრე კი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის ჯგუფის წევრი იყო.
კარენ დონფრიდი გასული წლის ივნისში საქართველოში იმყოფებოდა.