BBC-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინი წელს ჩინეთში ვიზიტით მიიწვია. სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს გუშინ ვახშამზე უმასპინძლა.
„გუშინ მე მოვიწვიე პრეზიდენტი პუტინი, რომ ეწვიოს ჩინეთს წელს მისთვის ხელსაყრელ დროს“, - განაცხადა სი ძინპინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე.
მან პეკინს და მოსკოვს „დიდი მეზობელი სახელმწიფოები" და "სტრატეგიული პარტნიორები" უწოდა.
ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო.
ჩინეთს ამ წესდებაზე არ აქვს ხელი მოწერილი.
პირველი იყო გერმანია, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მას დააკავებენ.