ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს დღეს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრისადმი მიძღვნილ ცნობებში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია.
„მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის.
ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.