ლიეტუვის სეიმმა, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების პაკეტი მიიღო. დოკუმენტის მიღებას მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ წასულა, 9-მ თავი შეიკავა.
ლიეტუვა აჩერებს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისგან.
კანონპროექტმა მეორე მოსმენა უნდა გაიაროს.
სხვა ზომებს შორის არის ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენის დროებითი აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ქვეყანა აჩერებს ვიზების, მათ შორის ეროვნული ვიზების, განაცხადების მიღებას ლიეტუვის სავიზო სამსახურებში საზღვარგარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტები წარდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ასევე, ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში. (გარდა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ მოქმედი შენგენის ან ეროვნული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში/ევროკავშირში).
ინიციატივის ავტორებმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადეს, რომ ეს შემზღუდავი ზომა ითვალისწინებს არა ლიეტუვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გაუქმებას, არამედ, განაცხადების მიღებისა და მოქალაქეობაზე გადაწყვეტილების მხოლოდ დროებით შეჩერებას“.