შვედეთმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.
ქვეყნის მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი პაკეტი მოიცავს Leopard 2-ის ტიპის ტანკებს, Archer-ის ტიპის თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, (Robotsystem 97) სარაკეტო სისტემებს და ასევე საბრძოლო მასალას.
Archer არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.