ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს.
ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.