არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას „ტვპირველის“ ეთერში უპასუხა.
„კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი.
ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“.