The Economist-ი: ქვეყნების ნაწილისთვის ვაქცინის საგრძნობი რაოდენობა 2022 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი

The Economist-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსოფლიოში ვაქცინის განაწილებაზეა საუბარი.

გამოცემის ცნობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მოსახლეობის სრული მოცვა, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება.

განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა გაცილებით უფრო ნელა აღდგება, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. ამ ახალ შეფასებაში The Economist-ი ქვეყნების მიერ დაკონტრაქტებული ვაქცინების მოცულობას, ასევე, თავად ვაქცინების წარმოების ახალ ტემპებს ეყრდნობა.

ქვეყნები, რომლებმაც პირველებმა მიიღეს ვაქცინების დოზები, (აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის ქვეყნების ევრავლესობა ) დიდი ალბათობით რისკჯგუფებს მარტის ბოლოსთვის აცრიან. მათ შემდეგ, ივნისში ვაქცინაციას სხვა მდიდარი ქვეყნები დაასრულებენ.

Covax-ის პლატფორმა მიმართულია ღარიბი ქვეყნების ვაქცინით მომარაგებით, ამ პლატფორმის ნაწილი საქართველოცაა. Covax-ი გეგმავს 6 მილიარდი დოზის მომარაგებას. ვაქცინების განაწილება ქვეყენბში 2021 წლიდან დაიწყება და თითოეული ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 20% პროცენტისთვის იქნება განკუთვნილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსზე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია იგეგმება.