თურქეთი მზად იქნება, სტოკჰოლმის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ, პირველი ივნისის შემდეგ გადახედოს, როდესაც შვედეთში ანტიტერორისტული კანონები ამოქმედდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის რაიმე დაბრკოლებას ვერ ხედავს, ვინაიდან ეს ქვეყანა ყოველთვის კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდა.
„ფინეთმა უფრო გამჭვირვალე და კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა თურქეთის მოთხოვნებზე. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ფინეთის განაცხადის დამტკიცება. ალიანსის კარი შვედეთისთვის ბოლომდე დაკეტილი არ არის. ანტიტერორისტული კანონი შვედეთში პირველ ივნისს შევა ძალაში. როდესაც ისინი დაასრულებენ ამას, ჩვენ შევაფასებთ პროცესს, რათა დავინახოთ, გადაიდგა თუ არა ნაბიჯები ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. პრინციპში, ჩვენ არ ვართ NATO-ს გაფართოების წინააღმდეგი“, - განმარტა იბრაჰიმ კალინმა.