აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიანმარის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის საკითხს განიხილავს.- ამის შესახენ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო მიანმარის სამხედრო გადატრიალება და მიანმარის ლიდერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის აუნ სან სუ ჩის დაკავება. ბაიდენმა აღნიშნულ ქმედებას ქვეყნის დემოკრატიულ გარდაქმნაზე და კანონის უზენაესობაზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა.
ჯო ბაიდენმა საერთაშორისო საზოგადოებას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა, რაც სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს ძალაუფლებას დაათმობინებს.
ბაიდენმა ასევე მოუწოდა მიანმარის სამხედროებს, მოხსნან ყველა სახის შეზღუდვა ტელეკომუნიკაციებზე და თავი შეიკავონ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობისგან.
1-ელ თებერვალს მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და ქვეყნის მმართველები დააპატიმრა.
ძალაუფლება ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, უფროსმა გენერალმა- მინ აუნგ ჰლეინიმ გადაიბარა.