ჩრდილოეთ პოლონეთის პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილია, სამი თვით პატიმრობაში დარჩება გამოძიების დასრულებამდე.
სამხედრო საკითხებზე პასუხისმგებელი გდანსკის პროკურორებმა განაცხადეს, რომ უცხოელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, აღიარა, რომ სენსიტიური ინფორმაცია გადასცა რუსეთის დაზვერვას. ეჭვმიტანილი იანვრიდან იმყოფებოდა ევროკავშირის წევრ პოლონეთში და აგროვებდა ინფორმაციას ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ძირითადი ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, განაცხადა სპიკერმა გრაზინა ვავრინიუკმა.
ცნობისთვის, პოლონეთის გაზის ტერმინალი და ძირითადი პორტები ჩრდილოეთით მდებარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლონეთი კიევის მტკიცე მხარდამჭერად რჩება. ამ თვის დასაწყისში პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა ცხრა ადამიანი, რომლებიც რუსული ჯაშუშური რგოლის წევრობაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი დივერსიული აქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი. იმავდროულად, ესპანელი ჟურნალისტი, რომელსაც ასევე აქვს რუსული პასპორტი, ერთ წელზე მეტია, პატიმრობაში იმყოფება ჯაშუშობის ბრალდებით.
- ამავე თემაზე წაიკითხეთ: