ისრაელში საყოველთაო გაფიცვის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. მედიის ინფორმაციით, ისრაელელი დიპლომატები საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. მისი მიზანია, აიძულონ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეაჩეროს სასამართლო სისტემის რეფორმა.
ისრაელში პროფკავშირების მიერ საყოველთაო გაფიცვის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, საქართველოში ისრაელის საელჩოც დაიხურა, რაც ძალაშია შემდგომ განცხადებამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს.
შეჩერებულია საკონსულო მომსახურებაც.
თუმცა ცხელი ხაზი (+995 32 2556500), გადაუდებელი შემთხვევებისთვის მუშაობას განაგრძობს.
- ამავე თემაზე წაიკითხეთ: