იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს,ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
იაპონია ტოკიოსა და სხვა რეგიონებში საგანგებო ვითარების გაგრძელებას 8 მარტამდე აპირებს. მთავრობა ამგვარად ცდილობს,ოლიმპიურ თამაშებამდე გაამყაროს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებები.
იაპონია ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოს გეგმავს.
ვაქცინაციის საკითხებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, ტარო კონომ განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანია შეიძლება გადაიდოს ევროკავშირის მიერ გამოცხადებული ახალი პოლიტიკის გამო, რაც ვაქცინების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.
იაპონიამ საგანგებო მდგომარეობა 8 იანვარს გამოაცხადა.