2023 წლის 28 მარტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინასა და სირიას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, მთავრობათაშორისი შეთანხმების შეწყვეტის შესახებ.
იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური. შესაბამისი გადაწყვეტილება 2023 წლის 28 მარტს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
„უკრაინა წყვეტს ნებისმიერ ურთიერთობას არამხოლოდ აგრესორ სახელმწიფოსთან, არამედ რუსეთის სატელიტებთან. ჩვენ მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არამეგობრულ ქმედებებზე. შეგახსენებთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა იყო პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დააწესა სანქციები ბაშარ ალ-ასადსა და სირიის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტები, რომლებიც, კერძოდ, სირიასთან ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს ეხება, უნდა გადაიხედოს და შეწყდეს.