სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოპოზიციონერს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში სამი წლისა და ექვსი თვის გატარება მოუწევს.

რუსეთის ფედერაციული პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის თქმით, ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები ორმოცდაათჯერ დაარღვია.

„ივ როშეს“ საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატირმობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს.

ნავალნის 3,5 წლიან სასჯელს, რომელიც მან საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს, ათი თვე გამოაკლდება, რომელიც ამავე საქმეზე შინაპატიმრობაში გაატარა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ნავალნის 300-მდე მხარდამჭერი დააკავეს.

ალექსეი ნავალნი აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან ბრუნდებოდა. მასთან ერთად პოლიციამ რამდენიმე მხარდაჭერიც დააკავა, რომლებიც აეროპორტში ოპოზიციონერის დასახვედრად იყვნენ.

ნავალნის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც რუსეთის ხელისუფლება მას 2008 წლიდან ედავებოდა.