დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების საკითხს Twitter-ში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო.
"ალექსეი ნავალნის გადაწყვეტილება მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებულიყო, ნამდვილად მამაცი და თავგანწირული ნაბიჯი იყო. ამის საპირისპიროდ, დღევანდელი გადაწყვეტილება სუფთა სიმხდალე იყო და ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის ყველაზე მთავარ სტანდარტებს. ალექსეი ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ." - წერს ბორის ჯონსონი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 თებერვალს ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.