„დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ“, - შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკი სავარაუდოდ, კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გულისხმობდა.
„დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ, ჩვენი საზოგადოების დაცვისკენ ძველი და მოსკოვის ცინიკური მანიპულაციებისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასეა 1991 წლიდან. ასე იქნება ყოველთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს კიევ-პეჩერის ლავრა და სხვა მონასტრები ჩამოერთვა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია და შენობა 2023 წლის 29 მარტამდე უნდა დატოვონ. თუმცა ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ ლავრიდან გასვლას არ აპირებენ.
2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.