შვეიცარიაში გაასამართლეს ოთხი ბანკირი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარს, სერგეი როლდუგინს მილიონობით ფრანკის შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე გადატანაში დაეხმარნენ. კერძოდ, მედია წერს, რომ სამი რუსი და ერთი შვეიცარიელი ბანკირი დაეხმარა როლდუგინს 2014-2016 წლებში მილიონობით ფრანკის შეტანაში.
Le Monde-ის ციურიხის სასამართლომ ბრალდებულებს პირობითი სასჯელი მიუსაჯა, რომლის დარღვევამაც შეიძლება, ასობით ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ჯარიმა გამოიწვიოს.
მედია წერს, რომ სერგეი როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის საბანკო ანგარიშებზე 50 მილიონი აშშ დოლარი ისე განათავსა, რომ თანხის წარმომავლობა სათანადოდ არ განმარტა.
შვეიცარიის კანონმდებლობით, ბანკებს მოეთხოვებათ, რომ უარი თქვან ანგარიშების გახსნაზე, ან დახურონ ანგარიშები, თუ მათ ანგარიშის მფლობელთან ან ფულის წყაროსთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები აქვთ.
Reuters-ი წერს, რომ სერგეი როლდუგინს შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლები „პუტინის საფულედაც“ მოიხსენიებენ.
ოთხივე ბრალდებულმა უარყო ბრალდება, რომელიც ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონის დარღვევას მოიცავს.