საფრანგეთის სასამართლო უკრაინელი მილიარდერის, კონსტანტინ ჟევაგოს ექსტრადირებაზე უარს ამბობს

საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო არ უნდა გადაეცეს უკრაინას, განაცხადა ხუთშაბათს ჟევაგოს სპიკერმა.

გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ Poltava Mining-ის ყველა საბანკო ანგარიში გაყინა. Poltava Mining-ი ოლიგარქ კოსტიანტინ ჟევაგოს Ferrexpo-ს ნაწილია.

ანგარიშები კომპანიას გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გაუყინეს.

Ferrexpo ამტკიცებს, რომ ანგარიშების დაბლოკვა არის „კომპანიაზე გადაჭარბებული ზეწოლის გამოვლინება“. Ferrexpo-ს განცხადებით, კომპანიის ყველა ანგარიშის დაყადაღება საფრთხეს უქმნის 7500-ზე მეტ თანამშრომელს.

10 იანვარს, უკრაინული მედია წერდა, რომ საფრანგეთში დაკავების შემდეგ, უკრაინელი მილიარდერი კოსტიანტინ ჟევაგო ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყაროს თანახმად, ოლიგარქმა ჟევაგომ გირაო უკვე გადაიხადა და იმჟამად იმყოფებოდა სათხილამურო კურორტ კურშეველში, სადაც 27 დეკემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს მოთხოვნით დააკავეს.

Ukrainska Pravda წერდა, რომ ჟევაგოს საფრანგეთის დატოვება არ შეეძლო.

Forbes Ukraine-ის ბოლო სიის მიხედვით, ჟევაგო 1,4 მილიარდი დოლარის ქონებით მეხუთე ყველაზე მდიდარი უკრაინელია.