ჟურნალისტის დაკავების შემდეგ, ბლინკენი ყველა ამერიკელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ამერიკელ მოქალაქეებს, დატოვონ რუსეთი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი.

„თუ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე, ცხოვრობთ ან მოგზაურობთ რუსეთში, გთხოვთ, სასწრაფოდ დატოვოთ (რუსეთი)... ყველაზე მკაცრად, ჩვენ ვგმობთ კრემლის მცდელობებს, დააშინოს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასაჯოს ჟურნალისტები , - განაცხადა ბლინკენმა. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტის დაკავებით და უშუალო კონტაქტშია რუსეთის მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.