საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გაოსვლა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. მან მმართველ გუნდს შეახსენა, რომ კონსტიტუციაში მათ მიერვე ჩაწერილი მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. Europetime ქვესათაურებით გთავაზობთ პრეზიდენტის გამოსვლას.

ციტატა: „ჩვენს მეგობარ უკრაიანას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთიწლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას. 31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთრი მომავალი გადაწყვიტა.
„აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ - ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება. თქვენ წინაშე გამოსვლისთვის, სწორედ, ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც, გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას.

ისევე, როგორც მაშინ, ეროვნული ინტერესი, ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი, მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“.
  • დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ მინდა შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენს მიერვე ჩაწერილ მუხლი 78: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

ამავე გამოსვლიდან:

ბელორუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!

უკრაინასთან მიმართებით კი, ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვერიდებით, თუ ვემიჯნებით. 25 თებერვალს, სრულიად უადგილო ადგილას, ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ ვერ და არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, მაგრამ ვუერთდებით საერთშორისოს - მეტს არვიან არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას.

იმ დროს, როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია, გამიჯვნოდა ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

ამ დროს ბელორუსის პრეზიდენტი არ გაგვიფრთხილდა, არ გაუფრთხილდა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!
ბოლო ორი წლის განმავლობაში, შესამჩნევად ვუფრთილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, რომ გასაგებიც იყოს, მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს.

შედეგად დღეს გვაქვს დაზიანებული დიპლომატიური ურთიერთობები, პირველ რიგში, სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც ტრადიციულად, ჩვენი მხარდაჭერით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს 9 წლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი.

ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ!

მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენს წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო - საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება!

ემიგრაციაში, სადაც გავიზარდე, ეს მიზანი იყო ერთადერთი მამოძრავებელი. საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის მანძილზე პოლიტიკური ემიგრაციის ბრძოლა ამ ერთ მიზანს ემსახურებოდა.

მას არ ჰქონდა ბერკეტი, რათა დაემარცხებინა საბჭოთა ძალა, მაგრამ ჰქონდა სხვა ძალა - რწმენა თავისუფალი მომავლისა! ბრძოლა ქართული ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს იდეის გადარჩენისათვის და მისი ადგილის თავისუფალ და დემოკრატიულ სამყაროს ერთეულად დამტკიცებისთვის. ვინც მაშინ ფიქრობდა, რომ ეს იმედი და რწმენა რეალობას აცდენილი იყო, თვითონვე აღმოჩნდა ისტორიის მიღმა.

იგივე ელის მათ, ვინც დღესაც ვერ ხვდება, რომ მსოფლიო იცვლება და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერავინ იმარჯვებს. როგორც გუშინ საბჭოთა კავშირს, რუსეთსაც ელის ახალ რეალობას გაუსწოროს თვალი. იგივე მიზანი მამოძრავებდა, როცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დავთანხმდი.

დღესაც არ ვნანობ და კიდევაც ვამაყობ მიღწეული შედეგით - რუსეთის ბაზების გაყვანა ქვეყნიდან (ანუ ერთადერთი ორმხრივი შეთანხმება, ორნახევარი საუკუნის მანძილზე, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია) და ჩვენი დიპლომატიის ახალ საწყისებზე დაყენება, ზუსტადაც ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ორივე ემსახურებოდა მთავარ მიზანს - სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გამყარებას.

ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი - ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი. მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ!

იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!

ახლა კი, არ შემიძლია არ გკითხოთ რატომ არ გესმით ხალხის დაჟინებული მოთხოვნა?

ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა საკუთრი ნება და არჩევანი (31 მარტი, 9 აპრილი, 14 აპრილი, 26 მაისი) და დღესაც გასაგებად გეუბნებათ რა მომავალი უნდა და სად არ უნდა.
ქართველი ხალხი თქვენს გასაგონად სამჯერ გამოვიდა - არა პოლიტიკური პარტიების დაძახებით, არა უცხოელების კარნახით, არა დაკვეთით, არა ფულით, არა გადატრიალებისთვის, არა შეთქმულებისათვის, არამედ თავისი ევროპული მომავლისთვის.

2020 წლის 20 ივნისს გითხრათ, რომ რუსეთი არ უნდა, არცერთი ფორმით და არცერთი წამით. 2022 წლის 4 მარტს გითხრათ, რომ მეგობარ ქვეყნას, უკრაინას უცხადებს სოლიდარობას და ჩვენი ორი ქვეყნის ერთობლივ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. 

2023 წლის 7-8 მარტს, გითხრათ, როგორი მომავალი სურს, და რომ არასდროს შეეგუება ევროპული მომავლის დაკარგვას. ქართველი ხალხის გამოძახილი უაღრესად მკაფიო და ნათელია - ეს მსოფლიომ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ხელისფლებამ კი ვერ გაიგეთ, რომ ხალხის წინაშე თქვენ ხართ ვალდებულნი და თქვენ გაქვთ მანდატი, თქვენ ჩაგაბარათ ქართველმა ხალხმა მისი ნების აღსრულება.

რაც არ უნდა სიმართლე იყოს ის, რომ ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.

ამიტომ რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდებით - მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს, ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია რაც იცის რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და, რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან.

ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით

ახლა უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. და რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით.

კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის

როგორც ამბობენ საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო და ამდენად, ახალა გადავალ რეალურ საქმეზე.

ჩვენი მოქალქეების უფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წარმოადგენდა ჩემს მოტივაციას ორმაგი მოქალაქეობის საკითხის ინიცირებისას და ეს მიზანი მიღწეული იქნა ჩემი დეპუტატობის დროს. ეროვნული ინტერესი მოითხოვს, რომ ჩვენ არ დავკარგოთ არცერთი ქართველი, რომელიც მონაწილეობდა თუნდაც 1991 წლის რეფერენდუმში და არ დავკარგოთ მათი შთამომავლები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უნდა გავამარტივოთ მოქალაქეობის მიღება ჩვენი ემიგრანტებისთვის, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და დღეს უკვე რუსეთიდან დაბრუნებულებისათვის, ეს მათთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფრენების აღდგენა.

თუმცა, სამწუხაროდ ჩემი უწყვეტი მცდელობების მიუხედავად ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა და მოითხოვს მიდგომის შეცვლას, ეროვნული ინტერესის გააზრებას, მითუმეტეს დღევანდელ დემოგრაფიულ პირობებში.

აქვე, მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქალაქეობის კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, ამიტომ ხალხი არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, თითქოსდა პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება.
ჩვენი ხალხის ნების და მისწრაფების დაცვა ჩემი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა, რაც გამყარებულია კონსტიტუციის 78-ე მუხლით.

ჩემი პრეზიდენტობის დღიდან, ვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას: ეს არის პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშრისო ტრიბუნები და საერთაშორისო მედია, იმისთვის, რომ დავიცვა და გავამყარო ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და მიღწევები.

უფრო დეტალურად, 2021 წლის მარტს საქართველოში, ჩემი ძალსიხმევით განხორციელდა შარლ მიშელის ვიზიტი და მისი ანუ, ევროკავშირის, ისტორიული ჩართულობა ქვეყანაში არსებული კრიზისის გადსაჭრელად. შედეგი, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მიღწეული იქნა, სადაც მსოფლიომ ნახა, დემოკრატიული, ერთად მდგარი ქვეყნის სურათი - ოპოზიცია, უმრავლესობა, პრეზიდენტი და ევროკავშირი. დღეს სად ვართ, ამას აღარ დავუბრუნდები.

2021 წლის 23 ივნისს, ჩემი ძალისხმევით ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში, 15 წლის შემდეგ ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი, დიპლომატიური ურთიერთობები უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს და მიუხედავად ზოგი ქართველი უკრაინელის მცდელობისა წარუმატებელი ყოფილიყო ან საერთოდ არ შემდგარიყო ვიზიტი, შესაძლებელი გახდა მუშაობა დამეწყო პეტრას სამიტზე.

2021 წლის 19 ივლისს, საქართველოში ჩემი ძალისხმევით, განხორციელდა ისტორიული უმაღლესი დონის პეტრას სამიტი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ევროკავშირი. სადაც მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო ევროპულ გზაზე არის ლიდერი, ინიციატორი და მოწინავე. სამიტის ბოლოს საამაყო, საზეიმო იყო ჩვენი ერთობა: პრეზიდენტი, პრემიერი და ჩვენი მეგობრები ერთად და იმედიანად ვუყურებდით ჩვენს ევროპულ მომავალს. დღეს სად ვართ ამას აღარ დავუბრუნდები.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპის გზის დაცვის სხვადასხვა ეტაპზე გადავდგი შემდეგი ნაბიჯები:

გამოვიყენე ჩემი დისკრეციული უფლება, (ყველამ იცის, რომ ეს იყო ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება), თუმცა, ამ შეწყალებამ არც პოლიტიკურ შედეგზე და არც დეპოლარიზაციზე არ იქონია სასურველი გავლენა. გამოვიყენე ასევე, ჩემი კონსტიტუციური ბერკეტი და კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩვენი ევროპული ინტერგრაციის პროცესს დავადე ვეტო და მომავალშიც ასე მოვიქცევი, როცა ევროპულ გზას დაემუქრება საფრთხე.

გამოვედი ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა პოლარიზაციის შემცირებას და საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევას ქვეყნის მთავარი ეროვნული ინტერესების ირგვლივ. ამ პროცესმა სათავეში მიიღო ხალხის მხარდაჭერა, თუმცა უკრაინიაში ომის დაწყების შემდეგ პროცესი, თავისი პირველადი ფორმით ვერ გაგრძელდა.

დღეს კი, უკვე ნათელია, რომ საზოგადოება სრულად თვითონ დეპოლარიზებულია და შეჯერებულია ქვეყნისთვის ორ მნიშვნელოვან საკითხზე: ევროინტეგრაცია და სოლიდარობა უკრაინისადმი. ამ მიღწევას მე ვერ დავიბრალებ, მაგრამ ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და სწორედ ამ მიზნით მივმართე რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს 2022 წლის 4 მარტს და ახლახან, ნიუ-იორკიდან 8 მარტს.

იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია, ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას.

სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლის ბოლოს განაცხადა, რომ ევროპარლამენტში სიტვით გამოვა

დაბოლოს, ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.

პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელსიუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირს, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც არის დამაბალანსებელი და გამაერთიანებელი. ასეთი მაგალითები სულ ახლახან გვაჩვენა ისრაელის პრეზიდნეტმა ისააკ ჰერცოგმა და ადრე, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ.

ამდენად, ასეთ ვითარებაში, სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას.

დღეს ყველანი არჩევანის წინაშე ვართ, ხელისფულებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდანტს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ვკარგავთ ყველანაირ შანსს.

თავის მოტყუება აღარ შეიძლება! ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს.

რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე, ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ. ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული და გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ისეთი რეალური შედეგი დავდოთ ყველამ ერთად, რომელიც მოგვიტანს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდნეტი და არ წარმოვადგენ არცერთ და არც მეორე მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის.
ჩვენ არ უნდა გავუშვათ ჩვენი შანსი და ვინც ამას შეძლებს, ის ასევე შელებს, რომ თქვას: „ამ დღეს აღსრულდა ნება ქართველი ერისა“. გილოცავთ დღვანდელ დღეს და ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას და ვუსრვებ სხვა მრავალ გამარჯვებას!