საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.