აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და რუმინულ Romgaz S.A-ს შორის 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე რუმინეთისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა.
შეთანხმება აზერბაიჯანიდან რუმინეთისთვის ერთ მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდების შესახებ, 3 თებერვალს, ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა.
ამ ხელმოწერით SOCAR-სა და Romgaz S.A-ს შორის 2022 წლის 19 ოქტომბერსა და 16 დეკემბერს შორის გაფორმებული დოკუმენტების ქმედითობა გაგრძელდა.
იმჟამინდელი შეთანხმება 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა. მიწოდების დღიური მოცულობა 4,2 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.