სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ.
დაკავებულის ადვოკატმა, პაატა გოგოლაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„დღეს უნდა წარუდგინონ ბრალი იმიტომ, რომ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ ვადა. შევხდი და ვესაუბრე. თავს დამნაშავედ არ ცნობს იმ საქმესთან მიმართებით, რის გამოც დააკავეს, ეს არის მისი ცალსახა პოზიცია“, - განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“.
სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი პირველ აპრილს დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერციით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა - ცეცხლი სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.
- ამავე თემაზე:
- თბილისში, სასტუმრო “ამბასადორში“ ძლიერი ხანძარია
- სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო