ნორვეგია და დანია უკრაინას 8000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ.
„უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს. ნორვეგია ხელს შეუწყობს, როგორც შეუიძლია. როგორც ევროპის, ისე ნორვეგიის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, წინ აღუდგეს რუსეთის თავდასხმას.
ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში 2022 წლის განმავლობაში და გააგრძელებს მხარდაჭერას მომდევნო წლებში, ამბობს თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამი. მისივე თქმით, საარტილერიო ჭურვები კიევს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მარაგიდან მიეწოდება.