ხორვატიის მთავრობამ კიევს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის წაყვანა შესთავაზა.
ამის შესახებ ვეტერანთა საქმეთა მინისტრმა ტომო მედვედმა განაცხადა.
„ჩვენ ველით, რომ უკრაინა მოამზადებს 20 დაჭრილი მებრძოლის პირველ ჯგუფს, რომელიც გაიგზავნება ხორვატიის საავადმყოფოებში სამკურნალოდ. და მათი გამოჯანმრთელების შემდეგ, ისინი ჩაერთვებიან სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩვენს ვეტერანთა ცენტრებში", - განაცხადა მედვედმა.
31 მარტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრი პლენკოვიჩმა მონაწილეობა მიიღო რუსი დამპყრობლებისგან ბუჩის გათავისუფლების პირველი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. მედვედი დელეგაციის წევრი იყო.