უცხოური მედია: შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ კავშირი გასულ წელს სტოკჰოლმში ჩატარებულ აქციასთან, რა დროსაც ყურანი დაწვეს.

როგორც „როიტერი“ წერს, სტოკჰოლმში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, იანვარში სტოკჰოლმში ჩატარებული აქციის დროს ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, რასმუს პალუდანმა საჯაროდ დაწვა ყურანი, რასაც მუსლიმური სამყაროს პროტესტი მოჰყვა.