Forbes-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ფრანგული ბიზნეს-ჯგუფ LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო გახდა. ბიზნესმენის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა კომპანია Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი, რომლის ქონებაც 180 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მესამე პოზიციაზე განთავსდა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი - 114 მილიარდი დოლარით. Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მეექვსე ადგილი დაიკავა,
საერთო ჯამში, რეიტინგში 2540 ადამიანი მოხვდა. Forbes-ის თანახმად, ყველაზე მდიდარი რუსი, კომპანია Eurochem-ის მფლობელი ანდრეი მელნიჩენკოა, რომლის ქონება 25 მილიარდ დოლარზე მეტს ითვლის.
მეორე ადგილზეა ნორილსკის ნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი. მისი ქონება თითქმის 24 მილიარდ დოლარად შეფასდა.
Nlmk-ის მფლობელი ვლადიმირ ლისინი მესამე ადგილზეა 22 მილიარდ დოლარზე მეტი ქონებით. სამივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.