ესტონურმა მარეგულირებელმა (TTJA) შეზღუდა წვდომა 53 დომენზე, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირში აკრძალული რუსული ტელეარხების ყურება იყო შესაძლებელი. TTJA-მ ინტერნეტ პროვაიდერებს აკრძალვის შესახებ უკვე შეატყობინა.
TTJA-ს გენერალურმა დირექტორმა კრისტი ტალვინგმა აღნიშნა, რომ კვლევების თანახმად, რუსული არხების, როგორც ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ მოხსენიება წლის განმავლობაში 33%-დან 11%-მდე შემცირდა, ხოლო მათ მიმართ ნდობა 40%-დან 18%-მდე შემცირდა.
ტალვინგმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთში 50 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა უკვე აიკრძალა და 80 სანქცირებულ საიტზე წვდომა შეიზღუდა.