NATO უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა.
შეთანხმებას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიაღწიეს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ეს აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ ალიანსის მხარდაჭერა გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, შეაკავოს რუსეთი და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან.
„მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.
არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებს
უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან.
ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.