„ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენს უახლეს წევრს. მინისტრმა ჰავისტომ დაიკავა ფინეთის ადგილი NATO-ს მოკავშირეებს შორის. მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ შვედეთი უნდა გახდეს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალუდმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ განაცხადა.
„მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.
არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებს
უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან.
ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო.