სანქციების განხორციელების შესახებ ევროკავშირის დირექტივის ფარგლებში, ბულგარეთმა რუსული გემებისთვის ყველა თავისი პორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა სხვა ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ რუსულ გემებზეც ვრცელდება.
აკრძალვა ძალაში 8 აპრილს შედის და რუსეთის საზღვაო გადაზიდვების ყველა გემზე გავრცელდება.
ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში რუსეთის დროშის მცურავ გემების შესვლაზე აკრძალვა გასული წლის 17 აპრილიდან დააწესა, რაც გათვალისწინებული იყო ევროპული სანქციების მეხუთე პაკეტით.